„ბანა დეველოპმენტი“ წარმატებით ახორციელებს პრემიუმ კლასის, უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების პროექტებს. ამ ეტაპზე კომპანია ბათუმში ქმნის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, მაღალი კლასის უძრავი ქონების ახალ პროექტს, რომელიც გამორჩეულია ხარისხით, დიზაინითა და კომფორტით. 

 

ბანა დეველოპმენტის საცხოვრებელი კომპლექსია პრემიუმ ხარისხისაა, რომელიც მდებარეობს ბათუმის ზღვის სანაპიროს პირველ ზოლზე. პროექტი ზღვიდან 35 მეტრში არის განთავსებული და მაცხოვრებელს ერთდროულად სთავაზობს ზღვისა და მთების შთამბეჭდავ ხედებს.

 

კომპლექსი აერთიანებს ორ 12-სართულიან შენობას, რომლებიც A და B ბლოკებისგან შედგება. თანამედროვე არქიტექტურა, დახვეწილი დაგეგმარება და მაღალი ხარისხის სამშენებლო სტანდარტები ქმნის კომფორტულ და ჰარმონიულ საცხოვრებელ გარემოს.

 

კომპლექსის ბოლო სართულზე განთავსებულია აუზი და მოსასვენებელი ტერასა, საიდანაც იშლება პანორამული ხედები ზღვასა და მთებზე — იდეალური სივრცე დასვენებისა და ყოველდღიური კომფორტისთვის.

 

ბინის ფართობი იწყება 31.4 კვ.მ-დან, რაც პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე მომგებიანი ინვესტიციისთვის.

image

ფოტო გალერეა

კომფორტი და ყოველდღიური საჭიროებები

სერვისები

ლობი და 24/7 კონსიერჟი
აუზი
ტერასა
პარკინგი
სადარბაზოს დასუფთავება და მოვლა
24/7 დაცვის სისტემა და ვიდეო კონტროლი
ლიფტებისა და სახანძრო სისტემის მოვლა-პატრონობა
წყლის ძრავების მოვლა
ელექტრო გენერატორი

სართულის არჩევა

ბინის სანახავად დააჭირეთ სასურველ სართულს

აპარტამენტები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით

მწვანე კარკასი

პროექტის ფარგლებში ყველა ბინა ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით:

• ლითონის ცენტრალური კარი

• ალუმინის ორმაგი მინის კარ-ფანჯარა პემზა ბლოკით მოწყობილი გალესილი შიდა ტიხრები

• კედლები დამუშავებულია თაბაშირის ფითხით

• მოჭიმული იატაკი

• შეკიდული ჭერი

• ცენტრალური გათბობის მილები

• ელექტროგაყვანილობა

• წყალ, კანალიზაციის და ვენტილაცია გაყვანილობები

• კონდინციონერის განთავსების წერტილი

• მოპირკეთებული აივანი

• წყლის, გაზის და ელ. ენერგიის მრიცხველები

ტექნიკური დეტალები

სრულად დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები

ალუმინის კომპოზიტის ფასადი

მინის და ალუმინის კომბინაცია მოაჯირებზე

ადგილმდებარეობა

ბანა დეველოპმენტის პროექტი მდებარეობს ბათუმის ცენტრიდან დაახლოებით 6 კილომეტრის დაშორებით, საკურორტო ზონა — მახინჯაურში. აქ იდეალურად ერწყმის ერთმანეთს ზღვისა და მთის უნიკალური კლიმატი, რაც ქმნის განსაკუთრებულად კომფორტულ და ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს. მახინჯაური ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე და მიმზიდველ ლოკაციად ითვლება. ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, საცხოვრებელი კომპლექსიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს.

ინვესტორის შესახებ

image

ბანა დეველოპმენტი წარმატებით საქმიანობს უძრავი ქონების სექტორში 1997 წლიდან. კომპანიამ განახორციელა არაერთი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტი, კომერციული შენობები და მნიშვნელოვან საზოგადოებრივ დაწესებულებათა მშენებლობა. გარდა ამისა, ბანა დეველოპმენტს აქვს გამოცდილება ბათუმის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობათა რესტავრაციაში, რაც ხაზს უსვამს კომპანიის პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობას. მრავალი წლის გამოცდილება და მაღალი პროფესიონალიზმი საშუალებას აძლევს კომპანიას უზრუნველყოს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ინვესტიციურად მიმზიდველი პროექტები, რომლებიც ბინადრებისთვის კომფორტს, ხოლო ინვესტორებისთვის სანდო და მომგებიან შესაძლებლობას ქმნის.

განხორციელებული პროექტები

ჩვენ ვთანამშრომლობთ სამშენებლო მასალების მხოლოდ ხარისხიან მომწოდებლებთან